ჩვენ გპირდებით მაღალ ხარისხს, პუნქტუალურობასა და ოჯახის ტრადიციებისადმი ღრმა პატივისცემას. დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს - ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რაც თქვენთვის ძვირფასია.
ჩვენს შოურუმში წარმოდგენილია სხვადასხვა დიზაინისა და მასალის კუბოების ფართო არჩევანი - როგორც ბიუჯეტური, ისე ექსკლუზიური მოდელები. ასევე გთავაზობთ მაღალი ხარისხის სუდარებს, ჯვრებს, სასანთლეებსა და სხვა აუცილებელ ატრიბუტიკას.
ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უზრუნველყოფენ გარდაცვლილის სანიტარულ დამუშავებას, ბალზამირებასა და კოსმეტიკურ მოწესრიგებას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, რაც აუცილებელია გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ღირსეულად ჩასატარებლად.
ბიურო განკარგავს სპეციალიზებული ატაფალკების თანამედროვე ავტოპარკს. ჩვენ ვახორციელებთ გარდაცვლილის გადასვენებას როგორც თბილისის შიგნით, ისე ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ წერტილში.
ჩვენ გპირდებით მაღალ ხარისხს, პუნქტუალურობასა და ოჯახის ტრადიციებისადმი ღრმა პატივისცემას. დაგვიკავშირდით 24/7 ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რაც თქვენთვის ძვირფასია.
დანაკარგი ყოველთვის მოულოდნელია, ტკივილი კი - გაუზიარებელი. ამ დროს რთულია ფიქრი საბუთებზე, ტრანსპორტირებასა თუ სხვა ფორმალობებზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი მზად არის, მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. ჩვენი დამკრძალავი ბიურო გთავაზობთ სრულ სარიტუალო მომსახურებას.
დაგვიკავშირდით